თელავის რაიონულმა სასამართლომ სასტუმრო „Agarani Estate“-ში მომხდარი ინციდენტის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ჭიღლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ კაპანაძემ ადგილზე თათბირის შემდეგ გამოაცხადა.

პროკურატურა მიიჩნევდა, რომ არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. ამდენად, გიორგი ჭიღლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით მოითხოვა.

დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატების განცხადებით, არ არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურების და არც მიმალვის საფრთხე. ისინი გირაოს შეფარდებას დაეთანხმნენ, თუმცა აღნიშნეს, რომ თანხა უკვე მზად ჰქონდათ და სასამართლოს გიორგი ჭიღლაძის დარბაზიდან გათავისუფლება სთხოვეს.

ცნობილია, რომ გირაოს თანხის გადახდა ჭიღლაძის ოჯახს თავად სასტუმრომ შესთავაზა.

ბრალდებულმა სასამართლოში განაცხადა, რომ ეთანხმება გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას, რომელშიც აღიარებს ჩადენილ ქმედებას და ინანიებს მომხდარს.

„ჩემი მიზანი არ ყოფილა, რომ ასე დასრულებულიყო,“ - განაცხადა ჭიღლაძემ. 

შენობა კი კომენტარის გარეშე დატოვა.

შეგახსენებთ, ინციდენტი 18 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისპირში სასტუმრო „Agarani Estate“-ში მოხდა.

ქორწილის სტუმრებსა და სასტუმროში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქორწილის მონაწილეების თქმით, მათ ნომრის აივნიდან სხვადასხვა სახის სითხე გადაასხეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. მოგვიანებით მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.