გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში, „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებების გამო, რომლებიც ირანის მისამართით გაჟღერდა. საუბარია მუქარაზე, რომელიც „მთელი ცივილიზაციის“ განადგურებას გულისხმობს.
„გენერალური მდივანი ძალიან შეშფოთებულია იმ განცხადებებით, რომლებიც გუშინ და დღეს დილით მოვისმინეთ (...) რაც მიანიშნებს, რომ შესაძლოა მთელმა ცივილიზაციამ იწვნიოს პოლიტიკური და სამხედრო გადაწყვეტილებების შედეგები“, — განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა, სტეფან დიუჟარიკმა.
მისივე თქმით, „არანაირი სამხედრო მიზანი არ ამართლებს საზოგადოების ინფრასტრუქტურის მასობრივ განადგურებას ან მოსახლეობისთვის მსგავსი ტანჯვის განზრახ მიყენებას“.







