მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში გამარჯვებულ ესპანეთის ნაკრებს მსოფლიო თასი გადაეცა, მათი სამი ფეხბურთელი კი ინდივიდუალური ჯიდლოს მფლობელი გახდა.

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი, როდრიგო ერნანდეს კასტანტე, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ადიდასის ოქროს ბურთის მფლობელი გახდა.

ადიდასის ვერცხლის ბურთი ლიონელ მესის გადაეცა, ადიდასის ბრინჯაოს ბურთი კი კილიან მბაპეს.





ესპანეთის ნაკრები მეჯარე, უნაი სიმიონი, რომელმაც შვიდ მატჩში ერთადერთხელ გაუშვა გოლი, ადიდასის ოქროს ხელთათმნის მფლობელი გახდა.



ესპანეთის ნაკრების მცველი, პაუ კუბარსი, ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოს მფლობელი გახდა.



ათი გატანილი გოლით ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირი  საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი კილიან მბაპე. მას ადიდასის ოქროს ბუცი გადაეცა.

ადიდასის ვერცხლის ბუცის მფლობელი 8 გატანილი გოლი ლიონელ მესი გახდა, ადიდასის ბრინჯაოს ბუცი (7 გოლი) კი ჯუდ ბელინგემს გადაეცა.



ფიფას პრიზი სამართლიანი თამაშისთვის ნიდერლანდების ნაკრებს ხვდა წილად.