აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თეირანის გამდიდრებული ურანი სრულად იქნება კონტროლქვეშო. ამის შესახებ მან France-Presse-ს მოკლე სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

ტრამპს კითხვა დუასვეს,  აცხადებდა თუ არა ის გამარჯვებას ცეცხლის შეწყვეტის გამო.

"ეს არის სრული და აბსოლუტური გამარჯვება. ასი პროცენტი. ამაზე კითხვა საერთოდ არ არსებობს", - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, გრძელვადიანი შეთანხმებისთვის ძლიერი საფუძველი უკვე არსებობს. 

"ჩვენ გვაქვს 15-პუნქტიანი შეთანხმება, რომლის უმეტეს ნაწილზეც უკვე შევთანხმდით. ვნახოთ რა მოხდება. ვნახოთ, მივა თუ არა ბოლომდე", - თქვა დონალდ ტრამპმა.