აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, გუშინ ღამით აშშ-მა ირანს ძალიან ძლიერად დაარტყა და, დიდი ალბათობით, ქვეყანას ამაღამაც შეუტევს.
„მათ რამდენიმე დრონი და ერთი რაკეტა გაუშვეს იმ გემების მიმართულებით, რომლებიც სრუტეში იმყოფებოდნენ და იქ ყოფნის სრული უფლება ჰქონდათ. ამიტომ გუშინ ღამით ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავარტყით. ეს ძალიან კარგი დარტყმა იყო. სავარაუდოდ, ამაღამაც ძლიერად დავარტყამთ. მათ მცირე გაფრთხილება მივეცი, ჩვენ ამაღამაც ძლიერად დავარტყამთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
მისივე თქმით, არ იცის, საერთოდ მიიღწევა თუ არა აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმება.
„ჩვენი შეთანხმება არის კედელი ბირთვული იარაღის ფლობის გზაზე, მათი შეთანხმება კი ბირთვული იარაღისკენ მიმავალი გზა იყო. ჩვენი შეთანხმების ფარგლებში ისინი ვერასდროს შექმნიდნენ ბირთვულ იარაღს. თუმცა არ ვიცი, გვექნება თუ არა საერთოდ შეთანხმება. შესაძლოა, ეს ყველაფერი შეთანხმების გარეშეც გავაკეთოთ, რადგან თავადვე იცით, რა უფრო მარტივია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.


















