25 ოქტომბერს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო III შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში, აღასრულებს საყოველთაო ნათლობას. 

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს:

⛪️ ამა წლის 25 ოქტომბერს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტთან არსებულ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში. 

🔸 წირვა 10:00 საათზე დაიწყება. 

🔸 ღვთისმსახურების შემდეგ უწმინდესი და უნეტარესი შიო III აღასრულებს საყოველთაო ნათლობას. 

🔸 ნათლობის მსურველები ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში უნდა მობრძანდნენ 12:00 საათზე. 

🔸 16:00 საათზე მისი უწმინდესობა დალოცავს ახლად ნათელღებულებს.