ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ირანთან მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით მკვეთრი განცხადება გააკეთა. ტრამპის თქმით, არსებული შეთანხმება ფაქტობრივად, ძალადაკარგულია.
თავის მიმართვაში ტრამპმა პირდაპირ აღნიშნა:
"ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა. მათ აჩვენეს, რომ არ აქვთ არანაირი პატივისცემა იმ შეთანხმებების მიმართ, რომლებიც ადრე იქნა მიღწეული. ჩვენ ვხედავთ დესტაბილიზაციას, რომელსაც ისინი აგრძელებენ, და ეს ყველაფერი უნდა შეჩერდეს".
ტრამპი მიიჩნევს, რომ დიპლომატიური არხები ირანთან ჩიხშია შესული და შეთანხმება რეალურად აღარ ფუნქციონირებს.
ტრამპის განცხადებით, აუცილებელია უფრო მკაცრი მიდგომებისა და სანქციების გამოყენება, რათა ირანმა რეგიონული დესტაბილიზაცია შეწყვიტოს.
აღნიშნული განცხადება კიდევ უფრო ამწვავებს დისკუსიას ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მიმართულებებზე. ამ ეტაპზე ოფიციალური თეირანი ტრამპის ამ ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს.








