აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წინააღმდეგ საყოველთაო ტარიფების შემოღების შემდეგ, ქვეყნები მას შეთანხმების დადების თხოვნით ურეკავენ და "უკანალზე კოცნიან".

"გეუბნებით, ეს ქვეყნები გვირეკავენ, უკანალზე მკოცნიან. შეთანხმების დადებას ცდილობენ: "გთხოვთ, გთხოვთ, სერ, შეთანხმება დავდოთ. ყველაფერს გავაკეთებთ. ყველაფერს გავაკეთებთო". - თქვა ტრამპმა 8 აპრილს რესპუბლიკური პარტიის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

"ჩემი აზრით, სავაჭრო ომი მსოფლიოსთან ერთად სულაც არ არის ომი, რადგან ყველა მათგანი აქ ჩამოდის. იაპონია მოდის ახლა აქ. მოფრინავენ, ბევრი მათგანი. ისინი ყველანი ხისტი მომლაპარაკებლები არიან". - დაამატა მან.

ტრამპის თქმით, იგი დარწმუნებულია თავის გადაწყვეტილებებში. "ვიცი, რასაც ვაკეთებ". - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.