დაბალხარისხიანი გაზეთი „ნიუ იორკ თაიმსი“ ნამდვილად „ხალხის მტერია“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „რადიკალმა მემარცხენე გიჟებმა“ მასზე სტატია დაწერეს, სადაც საუბარია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ნაკლებად ენერგიულია. ტრამპის განცხადებით, ფაქტები საპირისპიროს ადასტურებს.
„მათ იციან, რომ ეს არასწორია, ისევე როგორც თითქმის ყველაფერი, რასაც ჩემზე წერენ, მათ შორის არჩევნების შედეგები, განზრახ ნეგატიურია. ეს იაფფასიანი დაბალხარისხიანი გაზეთი ნამდვილად „ხალხის მტერია“. ამბის ავტორი, კეიტი როჯერსი, რომელსაც ჩემზე მხოლოდ ცუდი რაღაცების დაწერა დაევალა, მესამეხარისხოვანი რეპორტიორია, რომელიც უშნოა, როგორც შინაგანად, ასევე გარეგნულად. დადგება დღე, როცა ენერგია გამომელევა, ეს ყველას ემართება, მაგრამ იდეალური ფიზიკური გამოკვლევისა და ყოვლისმომცველი კოგნიტური ტესტის („ეს წარმატებით ჩავაბარე“) შემდეგ, ახლა ნამდვილად არ არის ასე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
თარგმანი: პირველი არხი








