ევროპასთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ მათ საკუთარი ქმედებები უნდა გამოასწორონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპა აღარ იარსებებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„თუ შეხედავთ, რა ხდება საფრანგეთში, დიდი ხანია, მე ამ საქმით ვარ დაკავებული და სხვა ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებსაც, დიდი ხანია, ვაკვირდები. მსგავსი არაფერი მინახავს. ეს უბრალოდ მცირე არეულობა არ ყოფილა, არც ჩვეულებრივი საპროტესტო აქცია. ეს სრულმასშტაბიანი რევოლუცია იყო და ის გრძელდება. ჩვენ გვინდა, მათ დავეხმაროთ, გვერდით დავუდგეთ, მაგრამ თუ ასე გააგრძელებენ, მალე ევროპა აღარ იარსებებს. ეს ყველაფერი ძირითადად მიგრაციას უკავშირდება“, – განაცხადა ტრამპმა.
თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი









