„თუ გსურთ ნახოთ, რა დგას სასწორზე შუალედურ არჩევნებში, უბრალოდ შეხედეთ, რა ხდება საფრანგეთში. ოდესღაც დიდებული ერი, რომელსაც იპყრობენ, ძარცვავენ და წვავენ მიგრანტები, ჯიჰადისტები და კომუნისტები – ადამიანები, რომლებსაც სძულთ ქრისტიანობა. გულწრფელად რომ ვთქვათ, მათ სძულთ თავად დასავლური ცივილიზაცია. როგორც ევროპაში ვხედავთ, გლობალისტმა, მემარცხენე პოლიტიკოსებმა მოღალატეობრივად, შემოიყვანეს მესამე სამყაროს მიგრანტთა მილიონობით წარმომადგენელი, რომლებიც სრულიად შეუთავსებლები არიან დასავლეთთან და დასავლურ ღირებულებებთან." - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. 

"მათ სძულთ ყველაფერი, რაც საფრანგეთს უკავშირდება, და ამ ქვეყანას ანადგურებენ. ჩვენ კი არ დავუშვებთ, რომ იგივე ჩვენს ქვეყანას დაემართოს. მათ თავიანთი ქვეყანა ვანდალებს ჩააბარეს, რომლებსაც თავად არასოდეს შეეძლოთ მისი აშენება. ეს ადამიანები ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ თავად არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ და უარს ამბობენ იმ საზოგადოებაში ინტეგრაციაზე, რომელშიც შედიან. მათ მხოლოდ იმ სოციალური კეთილდღეობის სისტემით სარგებლობა სურთ, რომელსაც საფრანგეთის შრომისმოყვარე მოქალაქეები აფინანსებენ. აი, რა ხდება საფრანგეთში. მათ სურთ, იგივე ჩვენს ქვეყანაშიც მოხდეს. ეს არასოდეს მოხდება აქ.

ევროპამ საზღვრები ჩაკეტა. საზღვრები ჩაკეტეს, მაგრამ ეს მცდელობა ჩაიშალა, რადგან ისინი სუსტები იყვნენ და საზღვრები მაშინვე ისევ გახსნეს. ჩვენ საზღვრები ჩავკეტეთ. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძლიერი საზღვრები გვაქვს. მათ ქვეყნებიდან უნდა გაიყვანონ ის ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ქვეყნები სძულთ. ეს მხოლოდ საფრანგეთს არ ეხება, იტალიასაც, გერმანიასაც, კიდევ ბევრ ქვეყანას, რომელთა ჩამოთვლაც არ მინდა. ისინი საკუთარ ქვეყანას კარგავენ. ისინი ევროპას კარგავენ. ეს არასოდეს მოხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში“,- განაცხადა ტრამპმა.