კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხზე კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, რუსეთს არ აქვს ილუზიები იმასთან დაკავშირებით, რომ ვაშინგტონი იარაღის მიწოდების პროცესს შეაჩერებს.
"აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ტენდენცია გრძელდება. ჩვენ ვარდისფერ სათვალეებს არ ვატარებთ და კარგად გვესმის არსებული რეალობა", – განაცხადა პესკოვმა.
მისივე თქმით, დასავლეთის ამგვარი ქმედებები კონფლიქტის გაჭიანურებას უწყობს ხელს, თუმცა, პესკოვის მტკიცებით, ეს არ შეცვლის რუსეთის მიერ დასახულ მიზნებს და "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიმდინარეობას.







