სიეტლში, „ლუმენ ფილდზე“, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე მერვედფინალური შეხვედრა დასრულდა.
ბელგიის და ამერიკის შეერთებული შტატების მატჩის პირველი ნახევარი ბელგიელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და მასპინძლებს გაუმართლდათ ტაიმი უფრო დიდი სხვაობით რომ არ წააგეს.
მეორე ნახევრის დასაწყისში ამერიკელებმა თამაში გააუმჯობესეს, თუმცა, მეკარე მეტ ფრისის უხეში შეცდომის შემდეგ, საკუთარ კარში მესამე გოლი მიიღეს.
კომპენსირებული დროის მესამე წუთზე რომელუ ლუკაკუმ მეოთხედ აიღო მასპინძელთა კარი.
ბელგია - აშშ 4:1(2:1)
გოლები: 9' შარლ დე კეტერლარე 1:0, 31' მალიკ ტილმანი 1:1, 33' შარლ დე კეტელარე 2:1, 57' ჰანს ვანაკენი 3:1, 90+3' რომელუ ლუკაკუ 4:1
მეოთხედფინალში ბელგია ესპანეთს შეხვდება.
შეგახსენებთ სხვა უკვე გამართული მერვედფინალური შეხვედრების შედეგებს:
მაროკო - კანადა 3:0(0:0)
საფრანგეთი - პარაგვაი 1:0(0:0)
ნორვეგია - ბრაზილია 2:1(0:0)
ინგლისი - მექსიკა 3:2(2:1)
ესპანეთი - პორტუგალია 1:0(0:0)




