ვანკუვერში, „ბი-სი პლეისზე“, მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო, მერვე მერვედფინალური შეხვედრა დასრულდა
შვეიცარიის და კოლუმბიის შეხვედრის ძირითადი დრო ერთობ უინტერესო და მომენტებით მწირი გამოდგა.
დამატებით დროში კოლუმბიელებმა სამი სახიფათო მომენტი ვერ გამოიყენეს, შვეიცარიელების სახიფათო დარტყმა მეკარემ მოიგერია და გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა.
კულუმბიელებმა ერთხელ ზედა ძელს გაარტყეს, ერთი შვეიცარიელების მეკარემ მოიგერია, სამი გაიტანეს, შვეიცარიელებმა მხოლოდ ერთი დარტყმა გადააცილეს კარს, ოთხი კი გაიტანეს და გაიმარჯვეს.
შვეიცარია - კოლუმბია დ.დ. 0:0 პენალტებით 4:3
მეოთხედფინალში შვეიცარია არგენტინას შეხვდება.
შეგახსენებთ სხვა მერვედფინალური შეხვედრების შედეგებს:
მაროკო - კანადა 3:0(0:0)
საფრანგეთი - პარაგვაი 1:0(0:0)
ნორვეგია - ბრაზილია 2:1(0:0)
ინგლისი - მექსიკა 3:2(2:1)
ესპანეთი - პორტუგალია 1:0(0:0)
ბელგია - აშშ 4:1(2:1)
არგენტინა - ეგვიპტე 3:2(0:1)




