ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 20 წლამდე ასაკის მოჭიდავეთა შორის.

97 კგ წონით კატეგორიაში არმან მკრტჩიანმა ოქროს მედლისთვის შეხვედრა 1:5 წააგო უკრაინელ იჰორ იაკუშენკოსთან და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

60 კგ წონაში კახაბერ გოგინაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა 3:1 მოუგო იტალიელ გაბრიელე პუჩერს.

გუნდურ ჩათვლაში საქართველო 71 ქულით მე-6 ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის ნაკრებმა ცხრა წონაში მედალი მოიპოვა, მეათე წონაში კი მას მონაწილე არ ჰყავდა კურიოზული შემთხვევის გამო: 60 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავის, ილია კანდალინის პასპორტში სპორტსმენის მამის სახელში (კირილიცაზე) ერთი ასო იყო გამოტოვებული და МАКСИМОВИЧ-ის ნაცვლად МАКСИМОВЧ ეწერა და და მესაზღვრეებმა იგი უკან გააბრუნეს.