დალასში, „დალას სტედიუმზე“, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე მერვედფინალური შეხვედრა დასრულდა.
ესპანეთის და პორტუგალიის მატჩის ბედი კომპენსირებული დროის პირველ წუთზე გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.
პორტუგალიელთა კარში ბურთი მიკელ მერინომ გაიტანა.
ესპანეთი - პორტუგალია 1:0(0:0)
გოლი: 90+1' მიკელ მერინო
მეოთხედფინალში ესპანეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს და ბელგიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
შეგახსენებთ სხვა უკვე გამართული მერვედფინალური შეხვედრების შედეგებს:
მაროკო - კანადა 3:0(0:0)
საფრანგეთი - პარაგვაი 1:0(0:0)
ნორვეგია - ბრაზილია 2:1(0:0)
ინგლისი - მექსიკა 3:2(2:1)




