დიდ ბრიტანეთში კაცმა მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა 59 მცდელობის შემდეგ ჩააბარა. ამისთვის მან მართვის მოწმობის სკოლაში 1,380 ფუნტი ($1,748) და 60 საათი დაახარჯა.

მან რეკორდი დაამყარა და გახდა ადამიანი, რომელსაც ინგლისში თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად ყველაზე მეტი მცდელობა დასჭირდა. წინა რეკორდსმენებიდან ერთ-ერთი 57-ჯერ, მეორე კი 55-ჯერ ჩაიჭრა.

კამილა ბენიცმა, AA მართვის მოწმობის სკოლის დირექტორმა, განაცხადა, რომ იმისათვის, რომ ტესტის ჩაბარებაში მსურველებს გამოცდისთვის მომზადებაში დახმარებოდნენ, სპეციალური აპლიკაცია შექმნეს.

"თეორიის გამოცდას ხშირად ადამიანები არასერიოზულად უდგებიან და ფიქრობენ, რომ ძალისხმევის ჩადების გარეშეც მარტივად ჩააბარებენ, თუმცა ეს ასე არ არის", — ამბობს ბენიცი.