ამერიკის მოქალაქის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულში ოთხ რუს ჯარისკაცს ბრალი წაუყენეს, - ინფორმაციას CNN ვირჯინიის ფედერალური სასამართლოს დალუქული დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნული ჯარისკაცები რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს უკრაინაში ცხოვრობდნენ.

რუსი ჯარისკაცების მიერ აღძრული საქმე პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის მთავრობამ ათწლეულების წინანდელი კანონი გამოიყენა. კანონი მიზნად ისახავს იმ ადამიანების დევნას, ვინც სამხედრო დანაშაულს ამერიკის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადის.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინის სოფელ მაილოვეში, ამერიკის მოქალაქე სახლიდან ძალადობრივად გაიტაცეს და სავარაუდოდ, სცემეს და აწამეს რუსეთის სამხედრო კომპლექსში, სადაც ის 2022 წლის აპრილში 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.