აშშ-ში დასასრულს უახლოვდება შუალედურ არჩევნებში მიცემული ხმების დათვლის პროცესი.

ამ მომენტისთვის საბოლოო შედეგები ჯერ კიდევ არაა ცნობილი, თუმცა ცნობილია, რომ დემოკრატებმა მყარი უმრავლესობა მოიპოვეს როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში.

„ენბისი ნიუსის“ თანახმად, სენატში დემოკრატებს უკვე აქვთ 52 ადგილი და არ გამოირიცხება, რომ დარჩენილი 8 ადგილიდან კიდევ ერთი ან რამდენიმე მოიპოვონ.


იმავე „ენბისი ნიუსის “ ინფორმაციით, წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებს უკვე აქვთ უმრავლესობა და ხმების საბოლოო დათვლის შემდეგ უპირატესობა ძალზე დიდი (სავარაუდოდ, 255:180-ზე) იქნება.



მოამზადა რაულ კაპანაძემ