ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი მოსკოვში შეიარაღებული ამბოხების დასრულებას გამოაცხადებდა, უკრაინის დასავლელმა მოკავშირეებმა გააფრთხილეს კიევი, რუსეთის შიგნით წარმოქმნილი ქაოსი დარტყმისთვის არ გამოეყენებინა, – იუწყება CNN დასავლურ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით.

CNN-ის წყაროს თქმით, უკრაინელ პარტნიორებთან საუბარში ხაზგასმით აღინიშნა, რომ პრიგოჟინისა და მისი "ვაგნერის" ამბოხება რუსეთის შიდა საქმეა.

"მოკავშირეები აფრთხილებდნენ უკრაინელებს, არ მოეხდინათ სიტუაციის პროვოცირება, არ ჩარეულიყვნენ საშინაო საქმეებში, არ დაერტყათ სამხედრო ობიექტებისთვის რუსეთის შიგნით და საბრძოლო შესაძლებლობები გამოეყენებინათ მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე", - განუცხადა წყარომ CNN-ს.

ამერიკელი და სხვა დასავლელი პოლიტიკოსები გასულ კვირაში რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ პრიგოჟინის აჯანყების კომენტირებისას სწორედ იმას აღნიშნავდნენ, რომ ეს რუსეთის შიდა საქმეა.