აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იაპონიაში გამართულ დიდი შვიდეულის სამიტზე დაადასტურა, რომ ამერიკა „საბრძოლო თვითმფრინავების კოალიციას“ შეუერთდება, რომელიც უკრაინელ მფრინავებს დასავლური გამანადგურებლების გამოყენებაში მოამზადებს.
CNN-ის ცნობით, უკრაინელი მფრინავების წვრთნები ევროპაში ჩატარდება, თუმცა მასში ევროპელ პარტნიორებთან ერთად ამერიკული პერსონალიც მიიღებს მონაწილეობას.
ტელეკომპანიის წყაროს ინფორმაციით, ამჟამად შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად ორიენტირებულნი არიან უკრაინისთვის გაზაფხულზე და ზაფხულში შეტევითი ოპერაციების ჩასატარებლად საჭირო სისტემებისა და იარაღის უზრუნველყოფაზე.
"დისკუსიები უკრაინის საჰაერო ძალების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ასახავს ჩვენს გრძელვადიან ვალდებულებას უკრაინის თავდაცვისთვის", – აღნიშნავს აშშ-ის ოფიციალური პირი CNN-თან საუბრისას.
რამდენიმე დღის წინ ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ის არ იქნებოდა წინააღმდეგი, თუ რომელიმე ქვეყანა უკრაინას ამერიკული წარმოების F-16 ტიპის გამანადგურებლებს გადასცემდა.