ვატიკანის მიერ გამოქვეყნებულ პირველ ენციკლიკაში პაპმა ლეო XIV-მ "გულწრფელი პატიება" ითხოვა ეკლესიის მიერ ისტორიის მანძილზე "მონობის დაგმობის" დაგვიანებისთვის. "ეკლესია დიდხანს იტანდა მონობას და მხოლოდ მოგვიანებით მივიდა მის აბსოლუტურად დაგმობამდე, რამაც ის ქრისტიანულ მეხსიერებაში ჭრილობად აქცია", - წერს ამერიკელი პაპი თავის ენციკლიკაში "Magnifica Humanitas" (დიდებული კაცობრიობა).

"გარდაუვალია ღრმა მწუხარების განცდა, როდესაც ვფიქრობთ იმ უზარმაზარ ტანჯვასა და დამცირებაზე, რომელიც მონობამ მიაყენა ამდენ ადამიანს", - დასძინა მან. პაპმა ასევე აღნიშნა თავის ტექსტში, რომ მხოლოდ მე-19 საუკუნეში "მონობის ფორმალური, აბსოლუტური და უნივერსალური დაგმობა იქნა მიღწეული, განსაკუთრებით ლეო XIII-ის დროს".

თავის ენციკლიკაში ლეო XIV კვლავ აკრიტიკებს ხელოვნურ ინტელექტს და მოუწოდებს მისი "განიარაღებისკენ". მას მიაჩნია, რომ ეს ტექნოლოგია "აღრმავებს უფსკრულს ადამიანებს შორის. იგი ხაზგასმით აღნიშნავს განათლების როლს..

"ხელოვნური ინტელექტი უკვე არის კონტექსტი, რომელშიც ჩვენ ვართ ჩაფლულები და ძალა, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ. ამიტომ, მისი უბრალოდ რეგულირება საკმარისი არ არის: ის უნდა განიარაღდეს", - წერე ლეო XIV ტექსტში, რომელიც ადამიანის ღირსების დაცვას ეძღვნება. "მისი განიარაღება არ ნიშნავს ტექნოლოგიების მიტოვებას, არამედ მისი კაცობრიობაზე ბატონობის თავიდან აცილებას", - აღნიშნავს პაპი, რომლისთვისაც "ყველაზე ეფექტური ალგორითმისა და უდიდესი მონაცემთა ბაზისკენ სწრაფვა" ხშირად, მხოლოდ "გეოპოლიტიკური ან კომერციული უპირატესობის გაძლიერებას ემსახურება".

პაპი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს ამ ინოვაციების რეგულირებისთვის "ახალი სულიერი, ეთიკური და პოლიტიკური ჩარჩოს" საჭიროებას, ჩარჩოს, რომელიც ასევე უნდა ითვალისწინებდეს გარემოს დაცვას. ენციკლიკა გმობს, კერძოდ, "მონობის ახალ ფორმებს", რომლებიც გაჩნდა ხელოვნური ინტელექტის ექსპლუატაციისთვის საჭირო რესურსების მოსაპოვებლად და მოუწოდებს "უფრო მდგრადი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებისკენ გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად". "მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში მოზარდები და ბავშვები მუშაობენ საშიშ პირობებში, ფქვავენ მასალებს, საიდანაც იშვიათი ელემენტები მოიპოვება. მასალებს ახარისხებენ, ასახიჩრებენ და ცვეთენ, რათა არ შეაჩერონ გამოთვლითი ტექნოლოგიების ნაკადი", - გმობს ის.

თავის ენციკლიკაში ლეო XIV-მ ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პაციფისტური გზავნილი, რამაც ბოლო დროს ვაშინგტონთან ურთიერთობებში დაძაბულობა გამოიწვია. კერძოდ, მან მოუწოდა "სამართლიანი ომის" კონცეფციის დასრულებისკენ, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია განსაკუთრებით აქტიურად უჭერდა მხარს და წუხდა, რომ "კაცობრიობა ძალაუფლების ძალადობრივი კულტურისკენ მიექანება".

პირველი ამერიკელი პაპი ახლო აღმოსავლეთში ომის წამყვანი კრიტიკოსი გახდა, რომელიც თებერვლის ბოლოს ირანზე აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დარტყმებით დაიწყო. მან დაგმო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარა ირანის განადგურების შესახებ და მას "სრულიად მიუღებელი" უწოდა და მოუწოდა ამერიკელებს, სთხოვონ თავიანთ არჩეულ წარმომადგენლებს კონგრესში "მშვიდობისთვის იმუშაონ და ყოველთვის უარყონ ომი". აშშ-ის პრეზიდენტმა პაპი "სუსტად" მოიხსენია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში და საგარეო პოლიტიკის არაკომპეტენტურობაში დასდო ბრალი.