ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ვიტ რაკუშანმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა განიხილავს რუსებისთვის ჩეხეთის მოქალაქეობის მინიჭების შესაძლო აკრძალვას.

მან განმარტა, რომ საკითხი ამ ეტაპზე მხოლოდ განიხილება და არანაირი კონკრეტული გეგმები და ვადები შეჯერებული არაა.

„ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თავდასხმის ქვეშ მყოფი სახელმწიფოს, ანუ უკრაინის მხარეს, ჩვენ გვაქვს მკაფიოდ ანტირუსულ პოზიცია, რასაც მოწმობს, მაგალითად, ის ფაქტი, რომ ჩვენ მოვახდინეთ რუსეთის წინააღმდეგ ყველა სანქციის ინიციირება ევროკავშირის პრეზიდენტობის დროს. გარდა ამისა, ჩვენ, სხვა საკითხებთან ერთად, გვაქვს უმკაცრესი კანონმდებლობა ახალ ჩამოსული რუსების ჩვენს ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ, ასევე განვიხილავთ, ღირს თუ არა რაიმეს შეცვლა მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, თუ გვინდა ორმაგი მოქალაქეობა მივცეთ იმ სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ იბრძვის“, - განაცხადა ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა Aktuálně.cz-თან. ინტერვიუს ეს ნაწილი მან სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა.