ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „ექსპრესი" წერს.

ტვინში სისხლჩაქცევის შედეგად ნაწილობრივ მხედველობადაკარგული და ავადმყოფი პენსიონერის „ბიბისის" სალიცენზიო მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო სასამართლო დევნამ და ჯარიმამ, აღშფოთება მოსაკრებლის გაუქმების მოთხოვნით მოწოდებების ტალღის აგორება გამოიწვია, - წერს „ექსპრესი".

„მე ვთავაზობ მას და ყველა იმ პენსიონერს, რომლებსაც სასტიკად დევნიან, განურჩევლად მათი მდგომარეობისა, ჯარიმის ტოლფასი ინვოისები წარუდგინონ „ბიბისის" მიერ დაფინანსებულ მულტიმილიონერ გარი ლინეკერს", - განაცხადა ყოფილმა მინისტრმა, კონსერვატორმა, პარლამენტში ჯგუფის „საღი აზრი" დამფუძნებელმა სერ ჯონ ჰეისმა სანდერლენდის მახლობლად მცხოვრები 62 წლის პენსიონერის ქალის მოსაკრებლის გადაუხდელობისთვის 56 გირვანქა სტერლინგით დაჯარიმების შემდეგ.

ძალიან ვწუხვარ, რომ არ გადავიხადე. ტვინში სისხლჩაქცევა მქონდა, რის გამოც შემეცნებით ფსიქოლოგიური მკურნალობა დამჭირდა. ნაწილობრივ უსინათლო დავრჩი. ყველაფერი მავიწყდება, მაგრამ ხანდახან მახსოვს. ზოგჯერ მახსოვს, რომ მაღაზიაში ვიყავი, მაგრამ არ მახსოვს, რამდენი გადავიხადე. ბოდიშს ვიხდი. არ მაქვს ჯარიმების გადახდის შესაძლებლობა, - მიწერა სასამართლოს პენსიონერმა და ავადმყოფმა ქალმა, თუმცა ის ამით ჯარიმას ვერ გადაურჩა.

„ბიბისიმ" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რა ხულიგნები არიან ისინი. პენსიონერებისთვის შარის მოდება, ყველაზე მდაბლურია მდაბლურ საქციელთა შორის. მამიდა ბიბი (იგულისხმება „ბიბისი - „აიპრესი") ფოკუსირებული უნდა იყოს მსოფლიო დონის სერვისების მიწოდებაზე და არა ყველაზე დაუცველი ფენის დაშინებაზე., - ამბობს კონსერვატორი დეპუტატი ლი ანდერსონი.

ცნობისთვის, სატელევიზიო ლიცენზიის საფასური არის 159 გირვანქა სტერლინგი წელიწადში ფერადი ტელევიზორისთვის ან 53,50 გირვანქა სტერლინგი შავ-თეთრი ტელევიზორისთვის. წესები ვრცელდება ნებისმიერ მოწყობილობაზე, მათ შორის ტელევიზორზე, კომპიუტერზე, ლეპტოპზე, ტაბლეტზე, მობილურ ტელეფონზე. იმ ოჯახებისთვის, რომლებშიც ერთ-ერთი წევრი 74 წელზე მეტია, ლიცენზია უფასოა (უფრო ზუსტად, გადახდილია თავად BBC-ის ბიუჯეტიდან), უსინათლოებისთვის მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება.

წესების თანახმად, ნებისმიერი ოჯახი ვალდებულია გადაიხადოს მოსაკრებელი იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვთქვათ, ფეხბურთის მატჩს უყურებს არა „ბიბისის" არხზე, არამედ, ვთქვათ, თავის კომპიუტერში.

სალიცენზიო მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო, ჩვეულებრივ, წელიწადში ასიათასზე მეტი საქმე სასამართლოს საქმეთა აბსოლუტურ უმრავლესობაზე მოსარჩელის სასარგებლოდ გამოაქვს გადაწყვეტილება.