საფრანგეთის ლიგა „-ში მეთერთმეტე ტურის შეხვედრები დაიწყო.
„პარი სენ-ჟერმენმა“ სახლში „ნიცას“ უმასპინძლა და შეხვედრა კომპენსირებულ დროში გატანილი ერთადერთი გოლით მოიგო.
გოლი სტუმრების კარში კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ხვიჩა კვარაცხელიას თავურით გადაცემის შემდეგ გონსალუ რამოშმა თავით გაიტანა.
ქართველი ფეხბურთელი მინდორზე პირველივე წუთიდან იყო და მან ორივე გუნდის ფეხბურთელთა შორის ყველაზე მაღალი შეფასება (Flashscore - 8.5) მიიღო.
„პარი სენ-ჟერმენი“ - „ნიცა“ 1:0(0:0)
გოლი: 90+4' გონსალუ რამოში





