სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ჯუმბერ ტყებუჩავამ, სასპორტო გაერთიანების მოკრივეებს, ალექსი გუნიას და ჯონი ხაბურზანიას, ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვება მიულოცეს და მომავალ ასპარეზობებშიც წარმატება უსურვეს.
,,ვულოცავ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას. ჩემს გუნდთან ერთად, აქტიურად გავაგრძელებ სპორტის ყველა მიმართულების მხარდაჭერას, რათა ჩვენმა სპორტსმენებმა, საერთაშორისო ტურნირებსა და ჩემპიონატებზე, კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები მოიპოვონ ,“ - აღნიშნა სენაკის მერმა, ვახტანგ გადელიამ.
მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში გამართულ კრივის 15 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს სახელით მოასპარეზე სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების მოკრივემ, ალექსი გუნიამ - ევროპის ვიცე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ჯონი ხაბურზანია კი - ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
მოკრივეებს, სასპორტო გაერთიანება, მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებულ ფულად ჯილდოს გადასცემს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.




