ბრიტანეთის ხელისუფლებამ „დოიჩე ბანკის“ ლონდონის ფილიალი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევისთვის 165 ათასი გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა. 

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ხაზინის ფინანსური სანქციების აღსრულების სამსახურში განაცხადეს.

მარეგულირებლის ინფორმაციით, 2022 წლის ივნისსა და ივლისში „დოიჩე ბანკის“ ლონდონის ფილიალმა დაახლოებით 635 619 გირვანქა სტერლინგის ოდენობის ორი ტრანზაქცია განახორციელა რუსული ონლაინკინოთეატრის, „ოკკოს“ სასარგებლოდ, რომელიც სანქცირებული იურიდიული პირის საკუთრებაში იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ ჯარიმა თითქმის განახევრდა ბანკის მიერ დარღვევის შესახებ ინფორმაციის ნებაყოფლობით გამჟღავნების გამო. თავდაპირველად სანქცია 300 000 გირვანქა სტერლინგს შეადგენდა. თავის მხრივ, „დოიჩე ბანკმა“ განაცხადა, რომ სანქციების დაცვას „განსაკუთრებული სერიოზულობით“ ეკიდება.