"კურსკის" კატასტროფა პუტინის მმართველობის დასაწყისი იყო, ახლა ვხედავთ, რომ დასასრულიც კურსკია. უკრაინას ყოველთვის მშვიდობა სურდა და ჩვენ მშვიდობას აუცილებლად უზრუნველვყოფთ“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის თავდაცვის ძალები 6 აგვისტოს რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში შევიდნენ. სხვადასხვა წყაროს თანახმად, სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან უკრაინელებმა კურსკის ოლქის სიღრმეში წინ წაიწიეს 30-35 კილომეტრის მანძილზე.
ცნობისთვის, რუსული ატომური წყალქვეშა ნავი „კურსკი“ 2000 წლის 12 აგვისტოს ბარენცის ზღვაში ჩაიძირა. ბორტზე მყოფი 118-ვე ადამიანი დაიღუპა.