თეთრი სახლში ეხმიანებიან რუსეთი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებას, რომლის თანახმად, "კურსკის ოლქში უკრაინული ძალების შეტევა "კიევისა და მისი დასავლელი პატრონების მიერაა კოორდინირებული".
"რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და უკრაინა იცავს თავს ამ აგრესიისგან. თუ პუტინს ეს არ მოსწონს და ეს მას ცოტა უხერხულობას უქმნის, მაშინ არსებობს მარტივი გამოსავალი – მას შეუძლია, დაუყოვნებლივ გამოვიდეს უკრაინიდან და დაასრულოს ომი", – განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ.