გერმანიის მთავრობა, ქვეყნის შეიარაღებული ძალების, ბუნდესვერის მოდერნიზაციის ფარგლებში, 2024 წელს გეგმავს, შეუკვეთოს 7 მილიარდი დოლარის ღირებულების ორი საზღვაო ფრეგატი და ასობით ჯავშანტრანსპორტიორი, – იუწყება Bloomberg.

Bloomberg-ის წყაროების თანახმად, გერმანიის მმართველ კოალიციას სურს, გამოიყენოს ორი F126 ფრეგატის შესაძენად ჯამში დაახლოებით 3 მილიარდი ევრო. ამ შეწყიდვით გერმანიის შეიარაღებულ ძალებში ხსენებული გემების საერთო რაოდენობას ექვსს მიაღწევს. 

დარჩენილი 4 მილიარდი ევრო ეხება Rheinmetall-ის მიერ წარმოებული 900 Fuchs ჯავშანტრანსპორტიორის შეკვეთას. პირველი მიწოდება 2025 წლიდან არის მოსალოდნელი. ამავდროულად, ეს შესყიდვები ბუნდესტაგმა უნდა დაამტკიცოს.

შესყიდვები, რომლებიც Bloomberg-მა გაარკვია, არის გერმანიის მცდელობების ნაწილი ბუნდესვერის მოდერნიზაციისა რუსული საფრთხის ფონზე. ამ საჭიროებაზე და თავდაცვითი ხარჯების გაზრდაზე გერმანიაში რუსეთის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ ალაპარაკდნენ.