დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი შესაძლოა გადადგეს და მისი ადგილი თემთა პალატის ლიდერმა, პენი მორდანტმა დაიკავოს, - ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილება სავარაუდოდ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ განხორციელდება, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში კონსერვატიული პარტია დამარცხდება.
ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვებით, კონსერვატიულ პარტიას დამაიმედებელი რეიტინგი არ აქვს. არჩევნები გაერთიანებულ სამეფოში ორ მაისს არის დაგეგმილი.