მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმირ პუტინი და რუსული პროპაგანდა კროკუს ჰოლზე მომხდარი თავდასხმის ორგანიზებაში უკრაინას ადანაშაულებს, მისი გარემოცვაში ამის არ სჯერათ. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, ე.წ. უკრაინულ კვალზე პუტინის გარდა ნიკოლაი პატრუშევი და ალექსანდრ ბორტნიკოვი საუბრობენ, გამოცემის წყაროს ცნობით, კრემლში არ აქვთ ტერაქტში უკრაინის ჩართულობის რამენაირი მტკიცებულება.
ამავე წყაროების ცნობით, პუტინი ესწრებოდა შეხვედრებს, რომელზედაც სპეცსამსახურების მაღალჩინოსნები ამბობდნენ, რომ უკრაინას არანაირი კავშირი არ აქვს ტერაქტთან. მიუხედავად ამისა, ვლადიმირ პუტინი გეგმავს მომხდარი ტრაგედია მაქსიმალურად გამოიყენოს რათა რუსეთის მოსახლეობა უკრაინასთან ომის წინააღმდეგ გააერთიანოს.
გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ კრემლში შოკირებულები არიან სპეცსამსახურების უუნარობით აღეკვეთათ ტერაქტი.