„მაიკროსოფტის“ დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა ავსტრალიური ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უარყო.  

ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც 2013 წლის 18 ივლისით თარიღდება, სხვა საკითხებთან ერთად ნათქვამია, რომ მილიარდერი ბილ გეიტსი კუნძულზე „რუს გოგონებთან“ ურთიერთობის შემდეგ ინფიცირდა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებით და შეეცადა ეპშტეინისგან მიეღო ანტიბიოტიკები, რომლებსაც თავის ცოლს, მელინდა გეიტს, დაფარულად მიაღებინებდა. წერილის თანახმად, ისე ასევე სთხოვდა ეპშტეინს, რომ წაეშალა ის ელექტრონული წერილი, რომელშიც მისი სასქესო ორგანო იყო აღწერილი.

„ჯეფრიმ, როგორც ჩანს, თავად დაწერა ეს ელექტრონული წერილი. ის არასდროს გაგზავნილა. ეს ყალბია“, - თქვა ბილ გეიტსმა ავსტრალიურ ტელეარხ 9 News-თან ინტერვიუში.

„ცდილობდა თუ არა რაიმე ფორმით ჩემზე თავდასხმას? არ ვიცი, რას ფიქრობდა".  

მისი თქმით, ის ეპშტეინს 2011 წელს შეხვდა და სამი წლის განმავლობაში რამდენჯერმე ივახშმა მასთან ერთად, თუმცა არასდროს ყოფილა მის კუნძულზე და არც ქალებთან ჰქონია ურთიერთობა.

„მთავარი ის იყო, რომ ის ბევრ ძალიან მდიდარ ადამიანს იცნობდა და ამბობდა, რომ შეეძლო მათი დარწმუნება, შეეწირათ ფული გლობალური ჯანდაცვისთვის“, - აცხადებს ბილ გეიტსი და დასძენს:

„ვნანობ მასთან გატარებულ ყოველ წუთს და ამისთვის ბოდიშს ვიხდი“.