ბეირუთზე თავდასხმის შემდეგ ისრაელის მიმართ ყველა მხრიდან მუქარა ისმის. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოქალაქეებისადმი სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.
„ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ მძიმე დღეები გველოდება. ბეირუთზე თავდასხმის შემდეგ ყველა მხრიდან მუქარა ისმის. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის და ჩვენ ვიდგებით ერთიანად, მტკიცედ ნებისმიერი საფრთხის წინაშე“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა
ნეთანიაჰუ დარწმუნებულია, რომ მისი ქვეყანა ნებისმიერ საფრთხეს გაუძლებს. „ისრაელი ძალიან დიდ ფასს მოითხოვს ჩვენ წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესიისთვის“, დასძინა მან.
ნეთანიაჰუმ შეაქო ისრაელელი სამხედროები, რომლებმაც ლიბანის დედაქალაქში გაანადგურეს „ჰეზბოლას“ სამხედრო ფრთის ერთ-ერთი მთავარი მეთაური, ფუად შუქრი და გააფრთხილა, რომ მსგავსი ბედი ელოდება მისი ქვეყნის სხვა მოწინააღმდეგებსაც.
„ჩვენ გავუსწორებთ ანგარიშს ყველას, ვინც ცდილობს ზიანი მოგვაყენოს, ვინც ცდილობს ჩვენი მოქალაქეების მოკვლას, ვინც ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას“, - თქვა ნეთანიაჰუმ.