ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმას. ნეთანიაჰუს თქმით, თავის მეუღლე და თავად შოკირებული იყვნენ დონალდ ტრამპზე აშკარა თავდასხმით.
„მე და სარა შოკირებული ვიყავით პრეზიდენტ ტრამპზე აშკარა თავდასხმით. ვლოცულობთ მისი უსაფრთხოებისა და მალე გამოჯანმრთელებისთვის“, - წერს ბენიამინ ნეთანიაჰუ.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.