აშშ უკრაინას 2 მლრდ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს.

სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს, მათ შორის დამატებით საბრძოლო მასალას Hawk–ს და Patriot–ს ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.

პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 2023 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 37,6 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება გაუწია.