31 მაისს შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ, 300 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტს გამოაცხადებს. ამის შესახებ "ამერიკის ხმა" პენტაგონის წყაროზე დაყრდნობით წერს.

ახალი პაკეტი, სხვა შეიარაღებასთან ერთად, მოიცავს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების და HIMARS-ის რაკეტებს, ტანკების საბრძოლო მასალისა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს.

გარდა ამისა, აშშ კიევს გადასცემს უმართავ Zuni-ს რაკეტებს, რადარით მართვად AIM-7-ის რაკეტებს, ასევე Avenger-ის საჰაერო თავდაცვის და Stinger-ის გადასატან საზენიტო სისტემებს.

ამ პაკეტით გათვალისწინებული აღჭურვილობა გაიცემა პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, აშშ-ის მარაგებიდან, კონგრესის თანხმობის გარეშე.

ამერიკამ უკრაინის დახმარების ბოლო, 375 მილიონი დოლარის ღირებულების წინა პაკეტი 21 მაისს გამოაცხადა.

პენტაგონის ცნობით, რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უკვე $36.9 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარება გადასცა.