აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით "უცხოური ინფორმაციის მანიპულაციისა და ჩარევის საწინააღმდეგო ცენტრი" დახურა.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამერიკაში ადამიანებს შეურაცხყოფდნენ, სამსახურიდან ათავისუფლებდნენ, ბრალს უყენებდნენ და აპატიმრებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს".

რუბიოს თქმით, სახელმწიფო მოხელის ვალია, რომ მუდმივად იზრუნოს ამერიკელების სიტყვის თავისუფლების დაცვასა და შენარჩუნებაზე.

"სწორედ ამიტომ, დღეს ვაცხადებ სახელმწიფო დეპარტამენტის "უცხოური ინფორმაციის მანიპულაციისა და ჩარევის საწინააღმდეგო ცენტრის" (R/FIMI), დახურვას, რომელიც წარსულში გლობალური ჩართულობის ცენტრის (GEC) სახელით იყო ცნობილი". - ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, წინა ადმინისტრაციის დროს, აღნიშნულმა ცენტრმა, "რომელიც ამერიკელ გადასახადების გადამხდელებს წელიწადში 50 მილიონ დოლარზე მეტი უჯდებოდა, მილიონობით დოლარი დახარჯა იმ ადამიანების ცენზურისთვის, რომლებსაც ისინი უნდა ემსახურებოდნენ".

"დღეს ეს სრულდება. ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, ჩვენ ყოველთვის ვიმუშავებთ ამერიკელი ხალხის უფლებების დასაცავად და  ამ ვალდებულების შესრულების გზაზე ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია". - წერია განცხადებაში.