აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინას ირანისთვის ჩამორთმეული იარაღი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
აღნიშნული იარაღი აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ცენტრალურმა სარდლობამ 2021 წლის დეკემბერში ხომალდ MARWAN I-დან ამოიღო, რომელსაც ის იემენში გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციის დარღვევით გადაჰქონდა.
მიმდინარე წლის ივლისში აშშ-მა შეიარაღების კონფისკაცია იუსტიციის დეპარტამენტის სარჩელის შედეგად მოახდინა.
„აშშ თანამშრომლობს მოკავშირეებთან დ პარტნიორებთან, რათა წინ აღუდგეს რეგიონში ირანული ლეტალური იარაღის შედინებას ყველანაირი კანონიერი საშუალებებით, მათ შორის აშშ-სა და გაეროს სანქციებით, ასევე აკრძალვებით“, - აღნიშნულია აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.