ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის შესახებ განაცხადა.

სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, აღნიშნული პაკეტი 200 მლნ დოლარის ღირებულებისაა და მოიცავს საბრძოლო მასალას საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებსა და აღჭურვილობას განაღმვისთვის.  

„რუსეთმა დაიწყოს ეს ომი და ნებისმიერ მომენტში შეუძლია დაასრულოს, უკრაინიდან თავისი ჯარების გაყვანითა და სასტიკი შეტევების შეწყვეტით. ვიდრე ის ამას არ აკეთებს, ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.