აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტისა და რუსეთის ფინანსთა მინისტრის, ანტონ სილუანოვის შეხვედრა, რომელიც აშშ-ში G20-ის ფინანსური ლიდერების სამიტის ფარგლებში გაიმართა, მკაცრი და პრინციპული პოზიციებით წარიმართა. 

როდესაც რუსულმა მხარემ ორმხრივი თანამშრომლობისა და ეკონომიკური საკითხების განხილვა სცადა, სკოტ ბესენტმა საუბარი გააწყვეტინა და მკაფიოდ განუცხადა: "სანამ ომი არ დასრულდება, არანაირი შეთანხმება და ეკონომიკური შემსუბუქება არ იქნება".

შეხვედრის ძირითადი ოფიციალური თემა, ამერიკული მხარის ინიციატივით, უკრაინაში მიმდინარე საგნების დასრულებისა და მშვიდობის გეგმა იყო, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უკავშირდება. თუმცა, ვაშინგტონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანქციების მოხსნის ან რაიმე ტიპის ეკონომიკური დათმობების წინაპირობა მხოლოდ და მხოლოდ საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტაა.  

ანტონ სილუანოვის გამოჩენა G20-ის ღონისძიებაზე (რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მისი პირველი ფიზიკური ვიზიტი იყო მსგავსი დონის მრავალმხრივ ფორუმზე) დასავლელ და ევროპელ პარტნიორებში მწვავე უკმაყოფილებას იწვევს, რადგან ისინი, პარალელურად, მოსკოვის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების გამკაცრებაზე მუშაობენ.