სამტრედიის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის მიზნით, მასშტაბური სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, ზედამხედველობის სამსახურის უფროს კახა ნადირაძესა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ დიდ ჯიხაიშში №39 ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგების პროცესს ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივი მცხოვრებლები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ, რაც გადაადგილებას უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის.

აღნიშნული საგზაო მონაკვეთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი და სასკოლო ტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობისთვის.

„ჩვენთვის თითოეული უბნისა და სოფლის განვითარება პრიორიტეტულია. მსგავსი პროექტები, რომლებიც მოსახლეობის ყოველდღიური საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას ემსახურება, მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად განხორციელდება,“ —აღნიშნა დავით ბახტაძემ.