საფრანგეთის ლიგა 1-ში მეორე ტურის შეხვედრები დაიწყო.

კვლავ არადამაჯერებლად გამოიყურება უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენი“,  ლილში პარიზელებმა მორიგი უფერული შეხვედრა ჩაატარეს და მხოლოდ შეხვედრის მიწურულს გამოჩენილი თავდადების წყალობით გადაურჩნენ წაგებას.

მასპინძლებმა ანგარიში პირველი ტაიმის 21-ე წუთზე გახსნეს, შეხვედრის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე კი მე-2 გოლი გაიტანეს და უკვე გამარჯვებას ზეიმობდნენ, როდესაც „პარი სენ-ჟერმენმა“ ხელი გამოიღო და მთელი ძალით სცადა წაგებისგან თავის დაღწევა. პარიზელებმა 90+1 და 90+5' წუთებზე აიღეს მასპინელთა კარი და ზედიზედ მეორე შეხვედრა 2:2 დაასრულეს.

ხვიჩა კვარაცხელია (flashscore 6.7) მინდორზე 46-ე წუთზე შევიდა. 

ლილი - „პარი სენ-ჟერმენი 2:2(1:0)
გოლები: 21' ჰაკონ ჰარალდსონი 1:0, 84' დილაბ ბაკვა 2:0, 90+1' ვიტინია 2;1, 90+5' მარკინიოსი 2:2

მოამზადა რაულ კაპანაძემ