ესპანეთის ლა ლიგაში მესამე ტურის შეხვედრები დაიწყო.
გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ თავისი მესამე გასვლითი შეხვედრა ვიტორიაში „ალავესთან“ გამართა და ჩემპიონატში პირველი მარცხი განიცადა.
შეხვედრის ბედი ლუკას ბოიეს მიერ 31-ე წუთზე გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.
გიორგი მიქაუტაძე (flashscore - 6.3) 83-ე წუთამდე იყო მინდორზე.
სამი ტურის შემდეგ „ვილიარეალს“ ორი ფრე და ერთი წაგება აქვს.




