საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში 400-მდე ვაკანსია გამოცხადდა.

სტაჟირების მსურველებს, ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად, განაცხადის გაკეთება შეეძლებათ, 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.

შერჩეული კანდიდატები ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://vacancy.hr.gov.ge