მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში ჯგუფის ლიდერმა ესპანეთმა პორტუგალიას უმასპინძლა.

პორტუგალია პირველ მეოთხედში 7 ქულით დაწინაურდა, მაგრამ მასპინძლებმა მეორე და მესამე მეოთხედებში ჩამორჩენა აღმოფხვრეს და დასკვნით მეოთხედის წინ ანგარიში 71:71 იყო.

დასკვნით ათწუთიან მონაკვეთში პორტუგალიელებმა დაწინაურება, მოგებიანი ანგარიშის შენარჩუნება და სენსაციური გამარჯვების მოპოვება შეძლეს. 

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ შეხვედრებში პორტუგალიამ პირველად შეძლო ესპანეთის დამარცხება.

ესპანეთი - პორტუგალია 89:95(14:21, 27:26, 30:24, 18:24) 


შეგახსენებთ, რომ პირველი ტურის სხვა ორ შეხვედრაში საქართველომ მონტენეგრო დაამარცხა, უკრაინამ კი საბერძნეთი. 



ორშაბათს საქართველო პორტუგალიაში ითამაშებს, ესპანეთი საბერძნეთში, მონტენეგრო კი უკრაინას მიიღებს.

მოამზადა რაულ კაპანაძემ