აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთში მეუღლესთან, ჟანეტ რუბიოსთან ერთად ჩავიდა.

საინფორმაციო სააგენტო „არმენპრესის“ ცნობით, მათ ერევნის „ზვართნოცის“ აეროპორტში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და მისი მეუღლე, გოჰარ აბაჯიანი დახვდნენ.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის გამართული  შეხვედრის  შემდეგ ისინი ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

ხელმოსაწერი დოკუმენტის შინაარსი არც სომხურ და არც ამერიკულ მხარეებს ჯერ არ გამოუქვეყნებიათ.

ხელმოწერის შემდეგ მირზოიანი და რუბიო პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ.