აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Hawk-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების სათადარიგო ნაწილებით უზრუნველსაყოფად უკრაინისთვის 138 მილიონი დოლარი გამოყო.

„უკრაინას რუსული სარაკეტო თავდასხმებისგან და რუსული ძალების საჰაერო შესაძლებლობებისგან დასაცავად თავისი თავდაცვისუნარიანობის სასწრაფოდ გაძლიერება სჭირდება”, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

აშშ-ის მიერ გამოყოფილი თანხა ასევე მოხმარდება Hawk-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების სარემონტო მომსახურებას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, Hawk-ის სისტემების შენარჩუნება უკრაინის ძალისხმევას, რომ მოსახლეობა და კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაიცვას, კიდევ უფრო გააძლიერებს.