ევროკავშირმა ირანის „ისლამური რევოლუციური გვარდია“ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა.
ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეს ნაბიჯი გადადგეს, რადგან, მისოვე თქმით, „რეპრესიები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.
„ნებისმიერი რეჟიმი, რომელიც ათასობით საკუთარ მოქალაქეს კლავს, საკუთარი თავის დაღუპვისკენ ისწრაფვის.”- წერს კალასი სოციალურ ქსელში.
ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების შეფასებით, დეკემბერსა და იანვარში ირანის უშიშროების ძალებმა, მათ შორის „ისლამურმა რევოლუციურმა გვარდიამ“, საპროტესტო აქციებზე ათასობით დემონსტრანტი მოკლა.
ევროკავშირის მიერ ტერორისტულ სიაში შეყვანილი ორგანიზაციები ექვემდებარებიან სანქციებს, მათ შორის აქტივების გაყინვასა და მოგზაურობის აკრძალვას.
თარგმანი: პირველი არხი









