აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანისკენ კიდევ ერთი ამერიკული ფლოტილია მიემართება.

"სხვათა შორის, კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მშვენივრად მიცურავს ირანისკენ. ვნახოთ. იმედი მაქვს, რომ ისინი გარიგებას დადებენ", - განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-მა ირანთან ახლოს ავიამზიდი "აბრაამ ლინკოლნი" და რამდენიმე დამრტყმელი ჯგუფი განალაგა. მოგვიანებით აშშ-ის არმიის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ირანთან ახლოს სამხედრო წვრთნების ჩატარება იგეგმება.